LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში ბიზნესმენებს შეხვდება

137

ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში, სესილია მალმსტრომი თბილისში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში დღეს “ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს” წევრებს შეხვდება.

როგორც “ფორტუნას” “ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოდან   აცნობეს, საბჭოს წევრი ქართული და ევროპული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის მთავარი თემა “ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება” (DCFTA), დოკუმენტის იმპლემენტაციის პროცესის მიმდინარეობა, არსებული გამოწვევები და ის შესაძლებლობები იქნება, რომლებსაც ქართულ ბიზნეს სექტორს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმი სთავაზობს.

შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე. ასევე, ევროკავშირის დელეგაციისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.

შეხვედრის ფარგლებში სესილია მალმსტრომი “ევროკავშირი ბიზნესისთვის” კვირეულს გახსნის. კვირეული, რომელიც  21-დან 25 მარტის ჩათვლით გაიმართება, საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას მიეძღვნება.

შეხვედრა დღეს სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” 16:00 საათზე დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g