LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოტე ქარუმიძე ორი ახალი სიმღერის პრემიერით „რადიო დუეტში”

14
koteqarumiddzedueti19

„რადიო დუეტს” ავტორ -შემსრულებელი კოტე ქარუმიძე ორი ახალი სიმღერის პრემიერით სტუმრობდა. „აყვავებულა ყაყაჩო” და „იმედის ნაპერწკალი” ასეთია ახალი ნამუშევრების სახელწოდება, რომლებიც ამიერიდან „არ დაიდარდოს” ეთერში იტრიალებს.

რა ხდება თქვენს შემოქმედებაში საინტერესო ?

უკვე სამი წელია დავბრუნდი საქართველოში ოჯახთან ერთად, მოსკოვში იშვიათად ჩავდივარ. მაქვს ჩემი სტუდია, რომელსაც ვაწესრიგებ საბოლოოდ. ხანდახან ვერთობი იმით, რომ მუსიკას ვიგონებ, სიტყვებს ვარგებ, ოლეგ კოლნიკოვი მეხმარება არანჟირებაში.

დღეს ორი ახალი სიმღერის პრემიერით გვესტუმრეთ…

აყვავებულა ყაყაჩო” ასე ქვია ერთ-ერთ ახალ სიმღერას. თინათინ ქერაშვილის ლექსზეა, მე მას არ ვიცნობ, მაგრამ ლექსების კრებული ჩამივარდა ხელში, ერთ-ერთი მომეწონა  და მუსიკა მოვარგე. ჩაიწერა ზაზა გოჩიტაშვილთან ზ სტუდიოში”, დღეს პირველად მოისმენთ და ძალიან მაინტერესებს რამდენად დაიმსახურებს მსმენელის მოწონებას.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ჩემი ბავშობის გატაცებაა სიმღერა, 11 წლის ასაკში დრამერობა დავიწყე, მაშინ სტუდიაში მოხვედრა და ჩაწერა ძალიან რთული იყო, ოცნება მქონდა ჩემი ნამღერი მომესმინა, სწორედ ამიტომ დავისახე მიზნად სტუდიის გაკეთება. უახლოეს მომავალში გამართული სტუდია მექნება და შეგიძლიათ მესტუმროთ. ვგეგმავ პროექტებს, ვნახოთ რა გამოვა.

მოგვიყევით მეორე სიმღერაზე რომელსაც დღეს  ვაპრემიერებთ?

იმედის ნაპერწკალი” ასე ქვია ამ სიმღერას. ოთარ იმნაძის ორ ლექსზეა შექმნილი, ძალიან საინტერესო წერის სტილი აქვს, დამზადდა ჩემს სტუდიაში, არანჟირება ოლეგმა გამიკეთა, ზაზა გოჩიტაშვილის მასტერინგია.

მადლობა სტუმრობისთვის…

 

კოტე ქარუმიძე – აყვავებულა ყაყაჩო

 

კოტე ქარუმიძე – იმედის ნაპერწაკალი

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

კოტე ქარუმიძე. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები