LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლესელიძეზე დღეიდან ახალი, მწვანე ავტობუსი იმოძრავებს

580
61041978_1855803267898670_159345275251458048_n

ახალი, მწვანე MAN-ის მარკის ავტრობუსები დღეიდან N71 მარშრუტზე გავიდნენ. აღნიშნული მარშრუტი მცირედით შეიცვალა და ავტობუსები ბარათაშვილის ქუჩისკენ უკვე კოტე აფხაზის (ყოფ. ლესელიძის) ქუჩის გავლით იმოძრავებენ. აქამდე კოტე აფხაზის ქუჩას ავტობუსები არ ემსახურებოდა. 

თბილისში საათობრივი პარკირების ამოქმედება გადავადდა

ჩვენ გვინდა, რომ ყველა ავტობუსი ადგილზე იყოს და პარარელურად მოხდეს ამ რეფორმის ამოქმედება.

უახლოეს პერიოდში კოტე აფხაზის ქუჩაზე დამატებით N50 და N55 ავტობუსებიც ივლიან. სამივე მარშრუტი დედაქალაქის გარეუბნებს ბარათაშვილის ქუჩასთან აკავშირებს: N71 – ვარკეთილიდან, N50 ვაზისუბნიდან, ხოლო N55 – წმ. ბარბარეს უბნიდან მოძრაობს.

ავტობუსებით მომსახურებისთვის კოტე აფხაზის ქუჩის 18, 32 და 47 ნომრებთან, ასევე თავისუფლების მოედანზე „საქართველოს ბანკის“ მიმდებარედ, გაჩერებები განისაზღვრა და შესაბამისი ნიშნები დამონტაჟდა.

რა ეღირება საათობრივი პარკირება?

ავტობუსებს რამდენად გაატარებს კოტე აფხაზის ქუჩა დატესტილია.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ლესელიძეზე ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედება იგეგმება. ამიტომ, დედაქალაქის მერიამ ქუჩის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების გაუმჯობესების გადაწყვეტილება მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g