ქლოე კარდაშიანი კიდევ ერთხელ გამოჩნდა ყოფილი მეუღლის, ლამარ ოდომის გარემოცვაში. ამჯერად წყვილი ერთად ეწვია აგორა-ჰილსის ეკლესიას, სადაც 2009 წელს წყვილმა ჯვარი დაიწერა. ისინი დღემდე ოფიციალურად არ განქორწინებულან. ქლოე კი მომავალში შერიგებას არ გამორიცხავს.
ლამარ ოდომი ეკლესიასთან სპორტულ სამოსში მივიდა, მაშინ როცა ქლოე ბრწყინავდა ელეგანტურ თეთრ სამოსში. წყვილს თან ახლდათ ქორთნი კარდაშიანის შვილები, მეისონი და პენელოპე. მოგვიანებით მათ ქორთნი, კენდალ ჯენერი და კრის ჯენერი ბოიფრენდთან და დედასთან ერთად შეუერთდნენ. ოჯახმა აღდგომის დღესასწაული ერთად აღნიშნა.