ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მატარებელი წარადგინეს. გამოცემა “Tech Exprorist”-ის ინფორმაციით, ტრანსპორტს 600 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეეძლება და ამის მიღწევა მაგნიტური ლევიტაციის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ ყველაზე სწრაფი მატარებელი ამ დროისთვისაც ჩინეთში მოძრაობს და ერთმანეთთან პეკინსა და შანხაის 350 კმ/სთ სიჩქარით აკავშირებს.
უნიკალურ ტრანსპორტზე ქალაქ ცინდაოს ქარხანაში მუშაობდნენ და მათი მიზანი მოგზაურობის სრულიად სხვა დონეზე აყვანა იყო, რისი მიღწევა შეძლეს კიდეც.
მაგალითად, თუკი პეკინიდან შანხაიმდე მანძილს თვითმფრინავი 4,5 საათში ფარავს, მატარებელი ამას 3,5 საათში გააკეთებს.
და ბოლოს, ჩქაროსნული მატარებელი პირველ მგზავრებს 2021 წლიდან მოემსახურება.