LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ დაიდარდო“ 15 წლის გახდა – „ტევეპირველის“ სიუჟეტი

507
61700579_438481373644280_4579497287243268096_n

რადიოსადგური, რომელიც წლებია, პირველობას არავის უთმობს – „არ დაიდარდო“ 15 წლის გახდა. „ტევეპირველმა“ „არ დაიდარდოს“ დაბადების დღის აღნიშვნა პირდაპირ ეთერში გადაწყვიტა -ლაშა რამიშვილი, თაკო მელიქიშვილი, ნანკა ქოქიაშვილი, გიორგი არჩვაძე და სოფო ბედია „არ დაიდარდოს“ სტუდიიდან შეუერთდნენ ნინო არაზაშვილის გადაცემას და რადიოსთან დაკავშირებით ისაუბრეს.

თაკო მელიქიშვილი:

მე და „არ დაიდარდო“ ერთად მოვდივართ, დღეს ჩენი დაბადების დღეა, მეც 15 წლის გახვდი (იღიმის).მადლობა რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ და ჩვენს მსმენელს, რადგან მათი დამსახურებაა, რომ გახსნის დღიდან პირველობას ვიმსახურებთ. დიდი მადლობა გიორგი მშვენიერაძეს და „არ დაიდარდოს“ ყველა თანამშრომელს.

სოფო ბედია:

ვუერთდები მილოცვას. ჩემს უსაყვარლეს „არ დაიდარდოს“ ვულოცავ იუბილეს, ძალიან მიყვარს ყველა, ვინც აქ მუშაობს. მრავალი წელი გაგეტარებინოთ ჩვენი ქვეყნის  და ხალხის სამსახურში.

ნანკა ქოქიაშვილი:

სულ რამდენიმე დღეა, ეთერში ვარ. ჩემი „არ დაიდარდო“ არის ძალიან ბედნიერი. დიდი მადლობა მთელ გუნდს, რომ მომცა შანსი, აქ მოვსულიყავი. როგორი ბედნიერიც ახლა ვარ, ისეთ ბედნიერებას ვუსურვებ ყველას.

ნინო არაზაშვილს სტუდიაში ეწვივნენ ლაშა ღლონტი და ქეთი ფარესაშვილი, რომლებმაც მიულოცეს „არ დაიდარდოს“ დაბადების დღე და ასევე აღნიშნეს, რომ რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ წლის სიმღერის კონკურსს „ოქროს ტალღას“ გამორჩეულად ელოდებიან.

მათ შეასრულეს დუეტი, რომელიც „ოქროს ტალღის“ გამარჯვებული გახდა.

შეგახსენებთ, რომ წლის სიმღრის კონკურსი, რომელსაც რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ წელს მექვსედ ატარებს, 11 ივნისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g