LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იორდანიელი ბიზნესმენები საქართველოში ტექსტილის წარმოების განვითარებით დაინტერესდნენ

88

იორდანელ ბიზნესმენებს საქართველოში 3-4 ვარსკვლავიანი სასტუმროების და ტექსტილის წარმოების განვითარება აინტერესებთ.

როგორც ”ფორტუნას” საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, იორდანული მსხვილი საინვესტიციო კომპანია Ranco Capital-ის დელეგაცია საპარტნიორო ფონდის საქმიანობის გასაცნობად ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფონდის მიერ მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებს. ყურადღება გამახვილდა უძრავი ქონების და წარმოების სექტორებზე. სტუმრებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ფონდის სტრუქტურისა და დაფინანსების მოდელების შესახებ.

Ranco Capital-ის წარმომადგენლები იორდანელ ბიზნესმენთა დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან საქართველოში და ქვეყნის ბიზნეს გარემოს ეცნობიან.   აღნიშნული კომპანია  საქმიანობს: სასტუმროების და უძრავი ქონების სექტორში (კომპანია ფლობს იორდანიაში შერატონის და მარიოტის ქსელებს); საბანკო სექტორში (არის ალი ბანკის მფლობელი); წარმოების სექტორში (ფლობს სამკერვალო ფაბრიკებს).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g