LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვისება, რომელიც მდიდარ ადამიანად გაქცევთ

132

ამერიკელმა მეცნიერებმა გამდიდრებისთვის საჭირო „გასაღები“ იპოვეს. კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ წარმატებული და ფინანსურად უზრუნველყოფილ ადამიანებს ერთი საერთო თვისება ახასიათებთ – სტრატეგიული აზროვნება. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ თვისებას არ სჭირდება განსაკუთრებული განათლება, წარმატებისკენ გზა ყველა ადამიანს შეუძლია, იპოვოს.

ასეთი დასკვნები გააკეთა ამერიკელმა ეკონომისტმა და სოციოლოგმა ტომას კორლიმ, რომელიც ფინანსურად წარმატებული ადამიანების ცხოვრებას 5 წელზე მეტხანს სწავლობდა. მისი დაკვირვების თანახმად, მდიდარი ადამიანების უმეტესობა, მიუხედავად დღის გადატვირთული განრიგისა, დღეში 15-30 წუთს ყოველთვის პოულობენ, რათა უბრალოდ დასხდნენ და იფიქრონ.

როგორც წესი, მათთვის მთავარი განსახილველი თემა საკუთარ თავთან მარტო დარჩენისას და ფიქრისას კარიერა, ფინანსები, ოჯახი და საქმიან პარტნიორებთან და მეგობრებთან ურთიერთობებია.

თუმცა, სხვებისგან განსხვავებით, მდიდარი ადამიანების ჩვევაა იფიქრონ სტრატეგიულად, როდესაც აქვთ კონკრეტული მიზანი, ახარისხებენ პრობლემებს და ფიქრობენ მათ გადაწყვეტაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები