LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალაქი, სადაც ხეებზე ფული იზრდება

607
xe

„ბიბისიმ“ ალიასკაზე იმ ადგილს მიაგნო, სადაც ხეს მართლა ფული ასხია.

ყველაფერი კი ასე დაიწყო. ჯონ სასფეი თავის ოჯახთან ერთად ალიასკაზე, ქალაქ სკეგვეიში მოგზაურობდა. გზად ადგილობრივ კაფეში მან ლუდი შეუკვეთა. ის-ის იყო, ხელი საფულისკენ წაიღო, რომ ტურისტული კომპანიის გიდმა, რომელიც ოჯახს თან ახლდა, ოთხი პატარა ტომარა ნაძვის წიწვები ამოიღო და ლუდის სანაცვლოდ ბარში დატოვა. მიზეზი მარტივია, ამ ქალაქში, ეს ნაძვი გამოიყენება, როგორც ვალუტა.

ის ადგილობრივ ეროვნულ ცენტრალურ პარკში იზრდება, მის მოსავალს კი წელიწადში ერთი ან ორი კვირის განმავლობაში იღებენ, ისიც მხოლოდ გაზაფხულზე.

 

ვალუტიც ნაცვლად არა მთლიანად ნაძვი ან მისი ტოტები გამოიყენება, არამედ ეს განსხვავებული მწვანე ფერის წიწვები, რომელიც ფოტოზეა. ვალუტის გარდა, მას ასევე სანელებლების წარმოებაშიც აქტიურად იყენებენ. ამ ქალაქში ძალიან პოპულარულია ნაძვის ლუდი და ნაყინი.

„ბიბისის“ ჟურნალისტი ყვება, რომ ის თავად ჩავიდა ქალაქში, ეროვნულ პარკშიც მივიდა, მაგრამ ხეზე ფული არ დახვდა, რადგან ამის სეზონი ჯერ არ იყო. ამიტომაც ადგილობრივ რესტორანში მას ქეშის გადახდა მოუწია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g