ვარსკვლავებს აქვთ საშუალება, შეიძინონ ყველაზე ძვირადღირებული კოსმეტიკა, ისარგებლონ საუკეთესო ვიზაჟისტების მოსმახურებით, თუმცა, ამის მიუხედავად, მათ უმეტესობას ხშირად არასწორად აქვთ მაკიაჟი გაკეთებული.
კრისტინა აგილერა
აგილერას სახე მაკიაჟის გამო ყველაზე ხშირად გამოიყურება კატასტროფულად. მომღერალი ჰელოუინის გმირივით იღებება. აგილერას ძალიან უყვარს თეთრი პუდრი და წითელი ტუჩსაცხი, რაც კლოუნს ამსგავსებს.
ტაირა ბენქსი
ტაირა ბენქსი საკუთარ შოუში მოდელებს არა მხოლოდ კამერების წინ პოზირებას, არამედ მაკიაჟის გაკეთებასაც ასწავლის. ამის პარალელურად კი მისი ვიზაჟისტის ნამუშევარი ხშირად ხდება ხოლმე კრიტიკის თემა,სპეციალისტები ამბობენ, რომ ტაირას თვალები სიბნელეში შეღებილს ჰგავს.
მაილი საირუსი
მაილი საირუსის მაკიაჟი საზოგადოებას ხშირად აოცებს. თითქოს, ვიზაჟისტი ყველაფერ აკეთებს, რომ შექმნას ეფექტი „სახლში მე თვითონ გავიკეთე მაკიაჟი, შემდეგ მოვიშორე და ეს არის ის, რაც მაკიაჟისგან დამრჩა.“
ნიკი მინაჟი
თუ გსურთ, თოჯინასავით გამოიყურებოდეთ, გაიკეთეთ ნიკი მინაჟის მაკიაჟი. მომღერალს ტონალური საშუალებების ისეთი სქელი ფენა ადევს სახეზე, ძნელია მიხვდე, სინამდვილეში როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს.
მერაია ქერი
მერაია ქერის სახე არასოდეს ჰგავს ბუნებრივს, ტონალური კრემის წყალობით მას ყოველთვის „ნიღბის ეფექტი“ აქვს, ამასთან, ძალიან უყვარს ლოყების ვარდისფრად დაფერვა.
ნიკოლ კიდმანი
ნიკოლ კიდმანის გარეგნობა, ხშირად, აღარ არის ხოლმე შეუდარებელი – მისი საყვარელი შიმერის წასმის შემდეგ ნიკოლის სახე ნიღაბს ემსგავსება.