საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, დღეს, 5 ივნისს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ფონდში იმყოფებოდა.
ივანიშვილი ფონდის მენეჯმენტს შეხვდა და მიმდინარე პროექტებს გაეცნო.
შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ესწრებოდა.
„საპარტნიორო ფონდის“ ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა ფონდის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.