„რადიო დუეტს” მუსიკოსები ნათია ქველაძე და გოგოთურ ღაღაშვილი ახალი დუეტის პრემიერით სტუმრობდნენ. სიმღერის ავტორი გოგოთურის მამა დავით ღაღაშვილია, ტექსტი კი მის მამიდას ნათია ღაღაშვილს ეკუთვნის. არანჟირება „ზე” სტუდიოში გაკეთდა, საბოლოო მასტერინგი კი ცირა ბზიშვილს ეკუთვნის.
როგორ დაიწყო თქვენი მეგობრობა და შემდეგ უკვე თანამშრობლობა?
ნათია:
ჩვენი მეგობრობა დიდი ხნის წინ დაიწყო, რესტორანში ვმღეროდით ერთად, სამი წელი ვმუშაობდით, ოჯახებით ვმეგობრობთ. მაშინ ჩემი სიმღერები არ იყო დაპრემიერებული, რადგან საჯარო სამსახურში ვმუშაობდი და რატომღაც გვიან მოვინდომე ეს ყველაფერი, გვიან გავიღვიძე.