LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ჩირკოლადმა” სულგუნის პომიდვრის ჩირით წარმოება დაიწყო

158

”ჩირკოლადის” მწარმოებელმა კომპანიამ ”ბიო-მარგი”  სულგუნის პომიდვრის ჩირით დამზადება დაიწყო.  როგორც ”ფორტუნა” კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და დირექტორმა, გიორგი არწივიძემ განუცხადა, საცდელი პარტიის სახით ამ მეთოდით 100 კილომდე სულგუნი დამზადდა, რომელმაც მომხმარებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

”მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პროდუქცია ძვირადღირებულია და მისი გასაყიდი ფასი 32 ლარიდან იწყება, მისი რეალიზაცია არ გაგვჭირვებია.  შესაბამისად, დღე-დღეზე სერიულ წარმოებაზე გადავალთ და სულგუნს პომიდვრის ჩირით უფრო დიდი რაოდენობით გამოვუშვებთ”, – აღნიშნა არწივიძე.

მისივე ინფორმაციით, კომპანია საკუთარი პროდუქტის შეფუთვასაც ცვლის. ”ჩირკოლადმა” შესაფუთი მასალები თურქეთიდან ჩამოიტანა და ბაზარზე ახალი შეფუთვით გამოსვლას აღდგომის პერიოდში გეგმავს. ”აქამდე შეფუთვა ფოტომასალით არ იყო გაფორმებული და მხოლოდ დასახელება ეწერა. ამიერიდან, ჩირის თითოეულ სახეობას ეხატება ის ხილი, რომლითაც აღნიშნული პროდუქტია დამზადებული”, – განმარტა კომპანიის დამფუძნებელმა.

როგორც გიორგი არწივიძემ განაცხადა, კომპანიას კიდევ ერთი სიახლე აქვს. აჭარაში, ტურისტულ ზონებში სუვენიერების მაღაზიებში ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ ”ჩირკოლადის” პროდუქცია შეიძინონ.  ”აჭარაში მოგვცეს უფლება ორ ობიექტზე, გონიოსა და ბათუმში ჩვენი პროდუქცია შევიტანოთ. შესაბამისად, საზღვაო სეზონს მომზადებულები შევხვდებით”, – განაცხადა არწივიძემ.

ცნობისთვის, ”ჩირკოლადი” საწარმო ბაღდათში 2011 წლიდან ფუნქციონირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g