მადრიდის ”რეალის” სუპერვარსკვლავს კრიშტიანო რონალდოს ხშირად მიაწერენ ამა თუ იმ ლამაზმანთან რომანს, თუმცა ბოლო დროს ჭორაობა არა მარტო ქალბატონებს, არამედ მამაკაცებსაც კი შეეხო. ახლა კი, ბოლო, ვინც რონალდოს გამოუძებნეს, უკრაინელი მოდელია – 23 წლის იარა ხმიდანი.
გოგონა წარმოშობით ოდესიდანაა, თუმცა ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს. მას სამოდელო ბიზნესის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევენ და თავბრუდამხვევ კარიერას უწინასწარმეტყველებენ.
გოგონას და ფეხბურთელის ურთიერთობაზე ცნობილი ბევრი რამ არ არის. შესაძლოა, ეს ტაბლოიდების მორიგი ვერსიაც კია.
მანამდე პორტუგალიელის რამდენიმე მოდელთან რომანზე წერდნენ, მათ შორის საკუთარი საფეხბურთო აგენტის ქალიშვილთან და ერთ-ერთ რუს მოცეკვავესთან. რონალდოს ყველაზე ხანგრძლივ გატაცებად ჯერაც ირინა შეიკი რჩება. ისინი მთელი 5 წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს, თუმცა ირამ კრიშტის გაუთავებელ ღალატს ვერ გაუძლო და წავიდა.