ჯერ კიდევ მაშინ, როცა კარლ ლაგერფილდი ცოცხალი იყო, დიზაინერმა ერთ-ერთ ჩვენებაზე, სადაც მოდელები თხელი ჰაეროვანი ლაბადებით გამოდიოდნენ სცენაზე, მათ ფეხზე კედები ჩააცვა, თითოეული 3000 ევრო ღირდა და მასზე 30 საათი იმუშავეს.
საზოგადოებაზე დიდ გავლენას ახდენს, თავად მოდელების ჩაცმულობა და ინსტაგრამზე დადებული ფოტოები. მაგალითად, ბელა და ჯიჯი ჰადიდები ყველაფერზე ბოტასებს იცამენ, დაწყებული კოქტეილის კაბიდან ჯინსებით დამთავრებული.


ნიშნავს თუ არა ეს ყველადერი იმას, რომ მაღალქუსლიანების ეპოქა დასრულდა. “ბიბისი” წერს, რომ ასე გადაჭრით თქმა შეუძლებელია, რადგან მოდის სამყაროში როგორც ამბობენ, მაღალი ქუსლი ძალასთან და სექსუალურობასთან ასოცირდება. „ ეს ფეხსაცმელი არის ამბიციებისთვის, ჟურნალების გარეკანისთვის, წითელი ხალიჩებისთვის, დაჯილდოებებისთვის, სასამართლო დარბაზებისთვის, პარლამენტის შენობებისთვის“ – წერს სამერ ბრენანი თავის წიგნში „მაღალი ქუსლი“.
ბოლო პერიოდში მოდის დიზაინერებმა უფროდაუფრო აქტიურად შემოიტანეს ბოტასების სტილი ფეშენ ვიკებზე. “ბიბისი” წერს, რომ დემნა გვასალია – “ბალნესიაგას” კრეატიული დირექტორი არის კაცი, რომელმაც ე.წ. “ლაქშერი” ბოტასებით გაიკვალა გზა, თუმცა სწორედ მან, შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში ბოტასები საერთოდ არ გამოიყენა.
