”უნიქარდი” მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს ─ www.unimania.ge ონლაინ სივრცეში უნიქარდის ქულების დაგროვების ახალი შესაძლებლობაა. უნიმანიას საშუალებით ბონუს-ქულები დანახარჯის გარეშე გროვდება.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ”უნიქარდის” ნებისმიერ მფლობელს შეუძლია ესტუმროს ვებგვერდს, უყუროს განთავსებულ ვიდეო რგოლებს, დაათვალიეროს ბანერები, გადავიდეს მითითებულ ბმულზე და მონაწილება მიიღოს გამოკითხვაში. მათივე ცნობით, ქულების დასაგროვებლად მომხმარებლებმა უბრალოდ უნდა დაადასტურონ რეკლამაში ჩართულობა, რაც ვებგვერდზე ყოფნის დროს ერიოდულად დასმული საკონტროლო შეკითხვით ხდება.
”უნიმანიაში ჩასართავად ”უნიქარდის” ბარათია საჭირო. მათ ვისაც, ჯერ კიდევ არ აქვთ აღნიშნული ბარათი, ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლისას შეუძლიათ მომენტალურად გახდნენ ვირტუალური ბარათის მფლობელები. ხოლო მათ, ვისაც ”უნიქარდის” ვებგვერდზე www.unicard.ge უკვე დარეგისტრირებული აქვთ ბარათი, შეუძლიათ გამოიყენონ მომხმარებლის იგივე მონაცემები ვებგვერდზე www.unimania.ge ავტორიზაციისას”, – განმარტეს კომპანიაში.
ცნობისთვის, ”უნიქარდი” უნივერსალური დაგროვების ბარათია, რომელზეც ქულების დაგროვება პარტნიორ კომპანიებში მისი გატარებით ხდება. ბარათზე დაგროვებული ქულების დახარჯვა შესალებელია მომხმარებლის სურვილისამებრ. საჩუქრის შერჩევა და მიღება, როგორც სახლიდან გაუსვლელად ─ ონლაინ კატალოგიდან, ასევე ”უნიქარდის” მომსახურების ცენტრში ხდება.