LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალ საქართველოში წვიმასა და ელჭექს ელოდებიან

66

დღეს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა 26 გრადუსამდე გათბება.

16  აპრილს  კი საქართველოში ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია ელჭექის ხასიათის წვიმა. ჰაერის ტემპერატურა  +13, +18° – მდე დაიკლებს. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე მოსალოდნელია წყლის დონის მატება.

უამინდობა შენარჩუნდება 17 აპრილს ღამის საათებშიც, მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია თოვლი და ქარბუქი.

17 პრილს დღისით ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს, 18 აპრილს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +20, +25 გრადუსამდე მოიმატებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები