წელს კინტრიშას ჰიდროელექტროსადგურის, ნაბეღლავიჰესის და დარიალიჰესის მშენებლობა დასრულდება.
ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, სხვადასხვა ენერგეტიკლულ პროექტებზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
”ჩვენ წელს ვიწყებთ ასევე, მტკვარიჰესის პროექტის განხორციელებას, იცით, რომ პროექტს გარკვეული პრობლემები ჰქონდა, თუმცა მისი განხორციელება წელს დაიწყება, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ენერგეტიკულად. ასევე, ნამახვანჰესზე გამოცხადებული გვაქვს ინტერესთა გამოხატვა. ეს 450 მგვტ-იანი ჰესია და ძალიან მალე ცნობილი იქნება ვინ განახორციელებს ამ პროექტს. გარდა ჰესებისა, ასევე მიმდინარეობს ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა, ქვესადგურების მშენებლობა და რეაბილიტაცია” – განაცხადა კალაძემ.
