LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ უნდა განახორციელოს ფარული თვალთვალი?

790

ახალი მოდელი სრულ სულისკვეთებაში იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, ამის შესახებ კამპანიაში ”ეს შენ გეხება” ჩართული არასამთავრობო ორგანიზაცია ”სიდას” აღმასრულებელმა დირექტორმა, ზვიად დევდარიანმა, რადიო ”ფორტუნას” პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მუშაობენ ფარული მიყურადების ახალ მოდელზე, რომლის დეტალები ცნობილი უახლოეს პერიოდში გახდება.

”ზოგადად ვსაუბრობთ ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც შეიქმნება კონკრეტული დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც გახდება ტექნიკური გარანტორი იმის, რომ, ერთი მხრივ, მხრივ სახელწმფიოს უწყებებმა თვალთვალი განახორციელონ, კანონის ფარგლებში, და, მეორე მხრივ, სახელმწიფო უწყებებს შეეზღუდოთ უფლება, უკანონოდ განახორციელონ მიყურადება კონკრეტულ ადამიანებზე” – განაცხადა ზვიად დევდარიანმა.

როგორც ”სიდას” აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, დამოუკიდებელი ორგანოს ფორმირებაში ჩართულები იქნებიან სახელმწიფო ინსტიტუციები, ასევე სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. გარდა ამისა, ზვიად დევდარიანის განმარტებით, ეს ორგანო ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე.

”ამ საკითხში, ყველაზე მნიშვნელოვანია ე.წ. გასაღებების ამბავი. ჩვენი მოდელის მიხედვით, არანაირი ორი გასაღები არ უნდა არსებობდეს, იქნება ერთი გასაღები და თუ კონკრეტული უწყება გადაწყვეტს, რომ საგამოძიებო მოქმედებებისათვის საჭიროა კონკრეტული პირის თვალთვალი ან მოსმენა, მიმართავს სასამართლოს და თუ სასამართლო მისცემს უფლებას, რომ განახორციელოს ფარული მიყურადება, ეს ტექნიკური მოთხოვნა მივა დამოუკიდებელ ინსტიტუციაში, რომელიც ტექნიკურად განახორციელებს მიყურადების პროცედურას და ამ ინფორმაციას კონკრეტულ უწყებას გადასცემს” – განაცხადა ზვიად დევდარიანმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g