გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, „საქართველოს რკინიგზა“ 21, 22, 23 და 24 ივნისს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.
აღნიშნულ დღეებში მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:
თბილისი – ბათუმი – 08:50 – 14:15 საათი.
ბათუმი – თბილისი – 19:15 – 00:40 საათი.
„შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets და Biletebi.ge მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში. ბილეთები იყიდება ასევე ვებ – გვერდებზე (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge) ; სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.
“საქართველოს რკინიგზა” ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას გისურვებთ,“ – ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.