LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ისთ ფოინთი” საკუთარი ქალაქის მერს ეძებს

512

 შოპინგის, დასვენების და გართობის ქალაქი ”ისთ ფოინთი” ეძებს საკუთარი ქალაქის მერს და იწყებს საყოველთაო საარჩევნო კამპანიას, რომელიც სტარტს 18 აპრილს აიღებს.

როგორც ”ფორტუნას” ”ისთ ფოინთიდან” აცნობეს,  შოპინგის, დასვენების და გართობის ქალაქი, სადაც  არის ყველაფერი, რაც ნებისმიერ სხვა ქალაქში:  150-ზე მეტი, მსოფლიოს წამყვანი ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ბრენდი,   საყოფაცხოვრებო, სამშენებლო და ყოველდღიური მოხმარების პროდუქციის  ჰიპერმარკეტები,   ბოულინგი, ბილიარდი, მრავალფეროვანი ბავშვთა გასართობი ცენტრი,  10-დარბაზიანი კინოთეატრი მსოფლიო პრემიერებით და საქართველოში პირველი  IMAX ტექნოლოგიის კინო თეატრი, ასევე  ღია და დახურული კაფე-რესტორნები,   გამართული ინფრასტრუქტურა, დაგებული გზები  და ყველასთვის საკმარისი პარკირების ადგილები, ამიტომ ”ისთ ფოინთმა” გადაწყვიტა მერი აირჩიოს.

”იმისათვის რომ ”ისთ ფოინთი” სრულფასოვანი ქალაქი იყოს, მას ესაჭიროება – ქალაქის მერი. მერი, რომელიც იქნება ქარიზმატული, ენერგიული, მიზანდასახული და მხიარული. რომელიც შეძლებს დაიცვას ქალაქის ინტერესები, რაც ”ისთ ფოინთს” კიდევ უფრო მრავალფეროვანსა და მიმზიდველს გახდის”, – განაცხადეს სავაჭრო ქალაქში.

მათივე ცნობით,  კასტინგი საყოველთაოა და 10 მაისამდე ნებისმიერ მსურველს შეუძლია წამოაყენოს თავისი კანდიდატურა. ამისათვის საჭიროა ეწვიოს ”ისთ ფოინთის” სპეციალურ ვებ-გვერდს – gov.eastpoint.ge, შეავსოს აპლიკაციის ფორმა და გააგზავნოს შესაბამის მისამართზე.

ეტაპი #1 – კასტინგი

ნებისმიერ მსურველს შეუძლია დააყენოს საკუთარი კანდიდატურა საარჩევნო კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა დარგის ექსპერტებით, გამოავლენს 3 საუკეთესო კანდიდატს.

ეტაპი #2 – საარჩევნო კამპანია

კანდიდატები ჩაერთვებიან საარჩევნო მარათონში. მათ მოუწევთ ჩაატარონ თავიანთი საარჩევნო კამპანიები:

  • წარადგინონ პროგრამები
  • შეხვდნენ ერთმანეთს დებატებში
  • დაამტკიცონ თავიანთი უპირატესობა და მოიზიდონ ამომრჩევლები.

 ეტაპი #3 – შედეგების გამოვლენა/მერის არჩევა

”ისთ ფოინთის” მოქალაქეები მერს დემოკრატიულად, არჩევნების გზით გამოავლენენ. არჩევნების დასრულებისთანავე, მერი თავისი მოვალეობების შესრულებას შეუდგება. არჩევის დღიდან მას ყოველთვიური მაღალანაზღაურებადი ხელფასი დაენიშნება.

მერის არჩევნების კამპანია გაგრძელდება 5 ივნისამდე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g