მერაია ქერი მუსიკალურ ტურნეს იტალიაში ასრულებს. ამჯერად მომღერალი საკუთარ გუნდთან ერთად სწორედ იტალიაში გამოჩნდა, სადაც ტრადიციისამებრ ყურადღებას იქცევდა თავისი უცნაური ჩაცმულობით. დეკოლტე, ტანზე მომდგარი შარვალი და მუხლამდე ჩექმა აირჩია მერაიამ ახალი რეალითი-შოუს გადაღებების პირველი დღისთვისაც. ახალ პროექტში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია მომღერალმა ცოტა ხნის წინ დაადასტურა.
ფოტოებიდან ჩანს, როგორ არის შეცვლილი ცნობილი მომღერალი. მიუხედავად იმისა, რომ ის მკაცრ დიეტაზეა და თავსაც გამორჩეულად უვლის, ასაკი მას უკვე დაეტყო და ამას პლასტიკური ქირურგიაც ვეღარ შველის. ვიზუალთან შეუსაბამოა მისი იმიჯიც, რომელსაც 90-იანი წლებიდან დღემდე ვერ იშორებს და ამის გამო ხშირად ხვდება კრიტიკის ქარცეცხლში. ეს ხელს არ უშლის მერაიას თავი უბედნიერეს ადამიანად იგრძნოს საყვარელი მამაკაცის გარემოცვაში.