LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილი: უნდა დადგეს ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხი

221
20190305232610

“ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ პარლამენტში, რუსი დეპუტატების მისვლის შემდეგ, განვითარებული მოვლენები მძიმე სანახავი იყო. ღარიბაშვილი ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს და ამბობს, რომ ყველა კითხვას პასუხი დროულად უნდა გაეცეს.

“ძალიან მძიმე სანახავი იყო რაც მოხდა პარლამენტში. კატეგორიულად მიუღებელი და სამარცხვინოა მომხდარი ფაქტი. აუცილებლად უნდა დადგეს ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხი… რა საჭირო იყო ამ ფარისევლური კონფერენციის პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩატარება და მითუმეტეს, ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის დასმა პარლამენტის სპიკერის სკამზე? დროული პასუხი უნდა გაეცეს ყველა კითხვას!”

რუსი დეპუტატების პარლამენტში მისვლის და თავმჯდომარის სავარძლის დაკავების შემდეგ, პარლამენტთან და პარლამენტში დიდი არეულობა დაიწყო. სესია შეწყდა და პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. 

დაძაბულობა პარლამენტის შესასვლელთან - აქციის მონაწილეები შენობაში შესვლას ითხოვენ (ვიდეო)

აქციის მონაწილეებმა დავით ქაცარავასთან ერთად შეძლეს შენობაში დეტექტორებამდე მისვლა.  

დეპუტატები საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესიის ფარგლებში ჩამოვიდნენ. თუმცა, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, მათ მიერ სხდომის წაყვანა დაგეგმილი არ იყო. “ოცნების” უმრავლესობა მიმდინარე სესიას გაემიჯნა, გამონაკლისია ზაქარია ქუცნაშვილი, რომელმაც გავრილოვისგან საჩუქარი მიიღო და განაცხადა, რომ სესია სხვაგან გაგრძელდება – სად უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g