LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციის დარბევის კადრები: 20 ივნისის ყველაზე ემოციური ფოტოები

4548
kolajii

თბილისში პარლამენტის შენობასთან, გუშინ საქართველოს პოლიტიკური ისტორიის კიდევ ერთი ტრაგიკული ფურცელი დაიწერა. ანტისაოკუპაციო ბანერებით და რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის პარლამენტში წამოჯდომის გამო, ქუჩაში გამოსული ხალხი, სპეცრაზმმა დაარბია.

ზაქარია ჭელიძის ფოტო

 

პროცესები მაშინ დაიძაბა, როცა აქციის მონაწილეთა მცირე ნაწილმა, პარლამენტში შესვლა მოითხოვა, პოლიციის კორდონის დაყენების შემდეგ კი მის გარღვევას ცდილობდა.

ზაქარია ჭელიძის ფოტოები:

აქცია სამჯერ დაიშალა – სპეციალური აღჭურვილობით, განსაკუთრებით დიდი ზომის რეზინის ტყვიებით და გაზის მაშხალებით. მეოთხედ მობრუნებული ხალხისგან პოლიციამ კი წმენდა ჩაატარა.

ფოტო: ბექა მამუკაშვილი

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, 240-მდე ადამიანი დაშავდა. მათ შორის 80-მდე პოლიციელია. ამჟამად კლინიკებში რჩება 102 პაციენტი. 12 საათის მონაცემებით, ერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, ორს ოპერაციას უკეთებენ. ორ პაციენტს კი თვალის ამოღება დასჭირდა.

ბექა მამუკაშვილის ფოტოები:

დაშავებულებს შორის არიან ოპერატორები, ფოტოგრაფები და ჟურნალისტები.

გურამ მურადოვი / civil.ge

შეტაკებები პოლიციასა და ხალხს შორის დილამდე გაგრძელდა.

გურამ მურადოვი / civil.ge

მრავალათასიანი საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტთან ხელისუფლების უმაღლესი პირების პასუხისმგებლობის დაყენების მოთხოვნით მოეწყო. ხალხი იმ პირების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვდა, ვინც სერგეი გავრილოვის ჩამოყვანა, შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასმა უზრუნველყო.

დასახელდა ფორუმის ორგანიზატორის ზაქარია ქუცნაშვილის, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და ბოლოს უკვე, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას სახელები.

დათო შალიკაშვილის ფოტოები:

რა მოხდა მანამდე მოკლედ:

გავრილოვმა მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომის მონაწილეებს პრეზიდიუმიდან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართა. პროტესტი პარლამენტის შენობაშივე დაიწყო, როდესაც ოპოზიციური ევროპული საქართველოს და “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა პრეზიდიუმი დაიკავეს და რუს დეპუტატებს, გავრილოვის ხელმძღვანელობით, პარლამენტის შენობის დატოვება მოსთხოვეს. პარლამენტის შენობაში დაწყებულმა პროტესტმა სასტუმრო “რედისონთან” გადაინაცვლა, სადაც რუსი დეპუტატები პარლამენტის დატოვების შემდეგ მივიდნენ.

ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის ფონზე, გავრილოვის გამოსვლა მმართველი პარტიის ლიდერებმა, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილმა და პრემიერმა ბახტაძემ დაგმეს. ქართული ოცნების წარმომადგენლებმა რუსი დეპუტატებისგან საქართველოს დატოვება მოითხოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g