LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთარ დანელია: ქართული თხილი მაღალ სტანდარტთან უნდა ასოცირდებოდეს

56

თხილის ფასი ბირჟაზეა მიბმული და თხილის გაიაფება სწორედ ამ ფაქტორს უკავშირდება. ამის შესახებ “ფორტუნას” სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განუცხადა.

მისი თქმით, თხილის ფასს საბაზრო ეკონომიკა არეგულირებს.

”სწორედ ამიტომ გავაკეთეთ თხილის რეგლამენტი, ამიტომაც დავნერგეთ და მაქსიმალურად ვეცდებით ქართული თხილის პოპულარიზაციას, რათა ის იყოს ასოცირებული მაღალ სტანდარტთან. იყო სამწუხარო ფაქტები, როცა შემადგენლობები და ხარისხობრივი მაჩვენებლები არ შეესაბამებოდა იმ სტანდარტებს, რომელსაც ითხოვს ევროკავშირი და ძალიან მნიშვნელოვანია ამ სტანდარტების დაცვა” – განუცხადა დანელიამ ”ფორტუნას”.

ადგილობრივ ბაზარზე თხილის ფასი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მკვეთრად შემცირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g