LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვიქცევით ცრემლსადენი გაზის შესუნთქვისას – რეკომენდაციები

1021
5d0bf226370f2c106c8b456f

ცრემლსადენი გაზი ძლიერმოქმედი ქიმიური ნივთიერებაა, რომელთან კონტაქტისას სიმპტომების გამოვლენა წამებში იწყება. მისი ეფექტების გასანეიტრალებელი ერთი კონკრეტული, მარტივი და სწრაფი მეთოდი არ არსებობს.

გაზის მოქმედება, როგორც წესი, დროებითია.

ცრემლსადენი გაზი შემდეგი სიმპტომებით ხასიათდება:

  • თვალების, ცხვირის, პირისა და კანის წვა;
  • ცრემლის ჭარბი გამოყოფა;
  • ბუნდოვანი მხედველობა;
  • უხვი გამონადენი ცხვირიდან;
  • გაძნელებული სუნთქვა;
  • ხველა;
  • გამონაყარი;
  • დეზორიენტაცია.


როგორ უნდა მოიქცეთ ცრემლსადენ გაზთან კონტაქტისას:

  • სცადეთ სუნთქვის შეკავება და სასწრაფოდ გადაინაცვლეთ უსაფრთხო ადგილას; ან გამოიყენეთ სამედიცინო ნიღაბი.
  • ცრემლსადენი გაზისგან ატკივებული თვალების ამობანა სოდიანი წყლითაც შეიძლება, რისთვისაც მომიტინგეს თან უნდა ჰქონდეს ამ ხსნარით სავსე პლასტიკური (და არა შუშის) ბოთლი.
  • ისე, როგორც ცრემლსადენი გაზის გამოყენებისას, რეზინის ტყვიების სროლისას ყველაზე საშიშია მომიტინგის თვალების დაზიანება. თვალების დაცვა შეიძლება სპეციალური ან, უკიდურეს შემთხვევაში, მოცურავის სათვალით.
  • მოიშორეთ ცრემლსადენი გაზით დაბინძურებული ტანსაცმელი
  • ცხვირი და პირი დაიფარეთ სველი ცხვირსახოცით, შარფით, სალფეტკით ან პირსახოცით; გაზის ზემოქმედება გრძელდება 5-დან 30 წუთამდე. ამ ხნის განმავლობაში უნდა ეცადოთ, არ ისუნთქოთ ღრმად, შეძლებისდაგვარად გადაინაცვლეთ გაზით დაბინძურებული ადგილიდან სუფთა ჰაერზე;
  • თვალი და ლორწოვანი გარსები ამოირეცხოთ გამდინარე წყლით ან ფიზიოლოგიური ხსნარით;
  • თუ გაზი მოხვდება ორგანიზმში, აუცილებელია კუჭის ამორეცხვა;
  • ორგანიზმში მოხვედრილი გაზის ნეიტრალიზებას ახდენს სუსტი ძმრიანი წყალი ან ლიმონიანი წყალი, ანდა ლიმონის ნაჭერი;
  • ხელშეუხებლად დაისხით სხეულის დაზიანებულ ნაწილებზე ჭარბი რაოდენობის წყალი (ხელით მოწმენდვისას ქიმიური ნივთიერება, შესაძლოა, სხეულის სხვა ნაწილებზეც გავრცელდეს);
  • მიუშვირეთ სხეულის დაზიანებული ნაწილი ნიავს/ქარს;
  • მიიღეთ მხოლოდ და მხოლოდ ცივი/გრილი შხაპი;
  • კონტაქტური ლინზების გამოყენების შემთხვევაში სუფთა ხელებით მოიხსენით ისინი და გადააგდეთ, მათი ხელმეორედ გამოყენება დაუშვებელია.

ცრემლსადენი გაზის მიერ გამოწვეული სიმპტომები, როგორც წესი, რამდენიმე საათში ქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g