უამინდობის გამო, გუშინ გაუქმებული რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დღეს შესრულდება. ამის შესახებ ”ფორტუნას” ”ტავ ჯორჯიაში” განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, რეისები იმავე დროს შესრულდება, რა დროსაც გუშინ იყო დაგეგმილი.
”უამინდობის გამო წუხელ რეისების შესრულების კუთხით გარკვეული შეფერხება გვქონდა. ფრენები ”თურქიშ ეარლაინსს” უნდა განეხორციელებინა, თუმცა თავად კომპანიამ მოითხოვა, რომ გადადებულიყო მათ მიერ დაგეგმილი რეისები – კერძოდ, უნდა განხორციელებულიყო თურქეთიდან ჩვენთან 4 მოფრენა და შესაბამისად, 4 გაფრენა”, – განაცხადეს ”ტავ ჯორჯიაში”.
შეგახსენებთ, გუშინ უამინდობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 8 რეისი გაუქმნდა.