დღეს ჩემი დის დაბადების დღეა და აქ იმიტომ ვდგავარ, რომ ვაჩუქო მშვიდობა და თავისუფლება ! გილოცავ ელენე! – ამ წარწერით ბანერი, დღევანდელ აქციაზე ერთ-ერთ მოქალაქეს ჰქონდა მიტანილი. ბანერთან ერთად მას სადღესასწაულო ბუშტიც ეჭირა.
ყურადღებიანი ძმა შეუმჩნეველი არც აქციის მონაწილეებს და არც სცენაზე გამომსვლელებს არ დარჩენიათ.
პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ელენეს დაბადების დღე ყველამ მიულოცა.
შეგახსენებთ, დღეს აქციის მეოთხე დღეა. დემონსტრანტები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას, 2020 წლის საპარლამენტი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას და 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.