ის, რომ რუსეთი ეკონომიკური საქციებით გვემუქრება და ემბარგოს გვიწესებს, ეს ახალი ამბავი არ არის. ჯერ კიდევ 2006 წელს რუსეთმა საქართველოდან პროდუქციის ექსპორტზე ემბაგო შემოიღო. მხარეებმა ეკონომიკური ურთიერთიობები 2013 წლის მაისში განაახლეს. რის შემდეგაც, რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის, მინერალური წყლის, ჩაის და ხილ–ბოსტნეულის ექსპორტი აღდგა.
როგორც იცით ამჯერად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოში ფრენები დროებით აკრძალა. ამ ამბავს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და სოც. ქსელის მომხმარებლების ნაწილი კახა ბენდუქიძის სიტყვებს იხსენებს. ისინი წერენ, რომ ვისაც პუტინის სანქციები ქვეყნისთვის საშიში ჰგონია, ცდება, ვინაიდან ეს ჩეჩმიდან ამოსვლაში დაგვეხმარება და ამის დასტურად, კახა ბენდუქიძეს ციტირებენ.
“თქვენ თუ ჩავარდებით ჩეჩმაში და თან გარეთ ზამთარია, იგრძნობთ, რომ იქ უფრო თბილა. შესაბამისად, იქიდან ამოსვლა გარკვეულ დისკომფორტს გამოიწვევს. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ: მთელი ცხოვრება იქ გაატაროთ, ან ამოხვიდეთ. ამოსვლის შემთხვევაში იგრძნობთ სუსხს, გაცივდებით, შეიძლება ფილტვების ანთებაც დაგემართოთ, მაგრამ რაც მთავარია, თქვენ უკვე იქიდან ამოსული ხართ და გეცოდინებათ, რომ მეტჯერ აღარ უნდა ჩახვიდეთ. ეს არის ფასი, რომელსაც თქვენ იხდით თავისუფლებისთვის!” – ამბობდა წლების წინ ქართველი სახელმწიფო მოღვაწე და ბიზნესმენი, საქველმოქმედო ორგანიზაცია ცოდნის ფონდის დამფუძნებელი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ბენდუქიძე.
ბენდუქიძე ხშირად საუბრობდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპზეც და აღნიშნავდა შემდეგს: “აირჩიეთ, როგორი ზრდა გინდათ? იცოდეთ: წელიწადში 12% – 2040 წელს ვიქნებით მსოფლიოს წამყვანი ქვეყანა. დღეს ასეთი მდიდარი ქვეყანა არ არსებობს.
წელიწადში 10% – 2040 წელს ვიქნებით მსოფლიოს ყველაზე შეძლებულ ოც ქვეყანას შორის.
წელიწადში 7% – 2040 წელს ვიქნებით განვითარებული ქვეყნების ბოლოში.
წელიწადში 4% – 2040 წელს ვიქნებით ბანძები.
წელიწადში 2% – 2040 წელს არ ვიქნებით.
არაფერი არ ვიქნებით.
ა რ ა ფ ე რ ი
ა რ ა ფ ე რ ი
ა რ ა ფ ე რ ი
ა რ ა ფ ე რ ი”.
რუსული ემბარგოს შემდეგ რეკორდული ეკონომიკური ზრდა გვქონდა - გიორგი ქადაგიძე
"საერთაშორისო ორგანიზაციები 2006/07 წლებში ეკონომიკის 15%-იან ვარდნას გვიწინასწარმეტყველებდნენ"
შეგახსენებთ, კაბა ბენდუქიძე, ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას წარდგინებით ეკონომიკის მინისტრად დანიშნა. საქართველოში კახა ბენდუქიძე მსახურობდა საქართველოს ეკონომიკის მინისტრად (2004 წლის ივნის-დეკემბერი), რეფორმების კოორდინაციის მინისტრად (2004 წლის დეკემბერი – 2008 წლის იანვარი) და საქართველოს მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელად (2008 წლის თებერვლიდან 2009 წლის თებერვლამდე). სწორად ბენდუქიძე იყო იმ ლიბერალური რეფორმების ავტორი, რომლებმაც კარდინალურად შემოაბრუნა პოსტ-საბჭოთა ეკონომიკა.
ეკონომიკის მინისტრად ბენდუქიძის დანიშნვამ 2004-2007 წლებში გამოიწვია საქართველოს ეკონომიკის ყოველწლიური ზრდა 9.3%-ით, გასულ წლებთან შედარებით გაოთხმაგდა უცხოური ინვესტიციები; სახელმწიფომ ოთხჯერ შეამცირა საგადასახადო წნეხი, ხოლო სავალდებულო ლიცენზიების რაოდენობა 90%-ით შეამცირა და მოახდინა შრომის ბაზრის ლიბერალიზაცია, რის შედეგადაც სახელმწიფომ მიიღო მანამდე თითქმის არ არსებული საშუალო კლასი.
კახა ბენდუქიძე 2014 წლის 13 ნოემბერს, ლონდონში გარდაიცვალა.