LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ხვადაგიანი: „თვალის ბუდის შიდა მოტეხილობები აღმომაჩნდა და შესაძლოა, საოპერაციოც გავხდე…“

148
irakli-xvadagiani-news19

აქციაზე დაკავებული ისტორიკოსი, ირაკლი ხვადაგიანი, რომელიც პატიმრობიდან გათავისუფლდა, ვრცელ სტატუსში მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც პატიმრებს გულშემატკივრობდა. ასევე აღნიშნავს, რომ მას თვალის ბუდის შიდა მოტეხილობა აქვს და შესაძლოა, საოპერაციოც გახდეს…

გთავაზობთ ირაკლი ხვადაგიანის სტატუსს:

„მეგობრებო, უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ამ დღეების განმავლობაში გვგულშემატკივრობდა იზოლატორებში გაგზავნილ პატიმრებს!

რადგან თვალის ბუდის შიდა მოტეხილობები აღმომაჩნდა და შეიძლება, საოპერაციოც გავხდე (თუ გართულდა), ამ 2 კვირის განმავლობაში აკრძალული მაქვს მონიტორთან ჯდომა, ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა და ნაკლები დამატებითი სტრესები; დიდი ბოდიში ყველას, რომ ინდივიდუალურად ვერ გეხმიანებით და მადლობას ვერ გეუბნებით.

სოლიდარობა იზოლატორში დარჩენილ ყველა პატიმრებს! მათი უმრავლესობა ძალიან ახალგაზრდაა ამ გამოცდილებისათვის – რომ უსამართლო გადაწყვეტილებების შედეგად 2 კვირამდე გამოკეტილმა გაატაროს. ყველა მათგანს სჭირდება სოლიდარობა, ხმის მიწვდენა, თანაგრძნობა. აპელაცია ალბათ დაპატიმრებულების უმრავლესობას არ მოუთხოვია და იმედია, სამოქალაქო პროტესტი მათ მასობრივ ამნისტიას მიაღწევს ძალიან სწრაფად! ყველა მათგანს დასჭირდება ფსიქოლოგიური დახმარება და რეაბილიტაცია გათავისუფლების შემდეგ, ასევე ამ მომენტშივე სისტემის იძულება, რომ მოხდეს ყველას სრულფასოვანი სამედიცინო შემოწმება – ისევე როგორც მე – 3 დღე ტვინის მსუბუქი შერყევით და შიდა მოტეხილობებით ვიჯექი იქ, არავინ იცის, აქციის დარბევისას ნაცემ ხალხს რა რეალური დაზიანებები და მისგან გამოწვეული პროცესები აქვთ ამ წუთას!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები