უკვე ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მეგან მარკლიმ სამსახიობო კარიერაზე უარი თქვა. ის საკუთარ პერსონაჟს, რეიჩელ ზეინს მას შემდეგ დაემშვიდობა, რაც პრინც ჰარიზე დაინიშნა. ასე დასრულდა მეგან მარკლის მრავალწლიანი გზა სერიალში Suits. დღეს კი ცნობილი ხდება, რომ ჩვენ კვლავ გვაქვს შანსი ის სერიალში ვიხილოთ.
ცნობილი იყო, რომ სერიალის შემქმენელი მეგან მარკლის 6 მილიონ დოლარს სთავაზობდნენ სერიალის ბოლო სეზონში გამოჩენისთვის, თუმცა სასექსის ჰერცოგინია უარზე იყო. ცნობილია, რომ მას ბოლო, მეცხრე სეზონში აუცილებლად ვიხილავთ, თუმცა უცნობია, ეს იქნება მოგონების ფორმატში, თუ მეგან მარკლი მცირე როლზე დაითანხმეს.

