LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალი ეპიდურალური ანესთეზიის შედაგად დაინვალიდდა

358

ირუმ ჯეტამ ფეხებში მგრძნობელობა მას შემეგ დაკარგა, რაც მშობიარობისას ეპიდურალური გაუტკივარება გაიკეთა. ქალიშვილის დაბადების შემდეგ ის ყოველდღიურად დღეში 5 საათი მტკივნეულ პროცეუდრას გადის, რათა ფეხებში მგრძნობელობა დაიბრუნოს. ექიმები ჯერ დამაიმედებელ პროგნოზებს ვერ აკეთებენ.

34 წლის ირუმი და მისი 37 წლის მეუღლე ადამი ლონდონის სასამართლოში ჩივილს აპირებენ. მათ იმ ანესთეზიოლოგის წინააღმდეგ სურთ საქმის აღძვრა, რომელმაც სავარაუდოდ პროცედურის დროს გარკვეული შეცდომები დაუშვა. გარდა ამისა წყვილი სახელმწიფოს სთხოვს თანხას ზარალის ასანაზღაურებლად, რათა ირუმმა მკურნალობის გაგრძელება შეძლოს. ეს მისი ერთადერთი იმედია, რომ ქალმა კვლავ მოახერხოს ფეხზე გავლა. აღსანიშნავია, რომ ქალბატონს 19 წლის ასაკში გულზე პრობლემები დაუდგინდა, რის გამოც ეპიდურალური ანესთეზია მისთვის ჩვენებას წარმოადგენდა. გარდა ამისა, ბრიტანეთში ყოველი მეოთხე ქალბატონი მშობიარობისას სწორედ ამ მეთოდს იყენებს ტკივილის შესამსუბუქებლად. დაზარალებულ წყვილს პრეტენზია აქვს თავად კლინიკასთანაც, სადაც ირუმს სათანადო ყურადღება არ მიაქციეს. დღის ბოლოს,  როცა ქალს ფეხებში მგრძნობელობა არ დაუბრუნდა, ის MRI-ის გასაკეთებლად სხვა კლინიკაში გადაიყვანეს. ეს იმის გამო, რომ მაგნიტო-რეზონანსული განყოფილება სამშობიაროში საღამოს აღარ მუშაობდა. როგორც ირუმი და ადამი ამბობენ, ექიმების დაუდევრობამ მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g