LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთახში რომ იმალებოდი, გადაფარებოდი იმ ბავშვებს – ბესელიას მწვავე გამოსვლა პარლამენტში (ვიდეო)

3546
1545895191_beselia-1

დაიწყნარე ნერვები, ქუჩაში გასულიყავი და მაკოს და იმ 21 წლის გოგოს თვალებს რომ თხრიდნენ, როცა აღარ იყო არც პარლამენტში შემოვარდნის საფრთხე, სად იყავით მაშინ – ამ განცხადებით დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ყოფილ თანაგუნდელებს მიმართა.

პასუხად “ქართული ოცნების” დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა თქვა – “აქ ვიყავი.”

“ოთახში კი ნუ იმალებოდი მიშა, იქ უნდა გასულიყავი და გადაფარებოდი იმ ბავშვებს, ვისაც თვალები დათხარეს”, – მიმართა ყაველაშვილს ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, “მათი უტიფარი განცხადებები”, სვამს ტოლობის ნიშანს მოძალადეებსა და მათ შორის.

“ჩემიანი თუ აკეთებს ყველაფერი მოსულა? სკამების გამო ნუ დაკარგეთ სახე”, – განაცხადა ეკა ბესელიამ და აღნიშნა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა შს მინისტრმა უნდა აიღოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g