LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”მეტრო ჯორჯია” სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლებს პასუხობს

88

კომპანია ”მეტრო ჯორჯია” სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლებს პასუხობს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დირექტორმა მიხეილ დობორჯგინიძემ განუცხადა, ”მეტრო” საქართველოს ბაზარზე კანონის სრული დაცვით მუშაობს.

”ჩვენ ვერ ვხვდებით რაშია საქმე, რას ითხოვს ეს ხალხი. ჩვენ ვმუშაობთ ყველა კანონის დაცვით. რაც მთავარია, ეს გახლავთ სრულად ქართული კომპანია, სადაც საქართველოს მოქალაქეები არიან დასაქმებული. მომხმარებელს ვთავაზობთ კარგ პირობებს, კარგ ფასებს და შემდეგ უკვე მომხმარებელმა უნდა გააკეთოს არჩევანი. ჩვენ არავის ვუზღუდათ მუშაობას. მათაც შეუძლიათ უპრობლემოდ იმუშაონ, გაგვიწიონ კონკურენცია. ბაზარი ღიაა. თუ რამეს არასწორად ვაკეთებთ, არსებობენ შესაბამისი ორგანოები და მათ მიმართონ,” – განუცხადა ”ფორტუნას” დობორჯგინიძემ.

”მეტრო ჯორჯიას” დირექტორი მძღოლების პროტესტს კონკურენციის შიშს უკავშირებს.

”აქამდე არცერთ კომპანიას არ ჰქონდა შესაძლებლობა საქართველოს ბაზარზე შემოსულიყო არსებული ვითარების გამო – აქციები, დაშინებები და სხვადასხვა პროცესები მიმდინარეობს წლების განმავლობაში. ჩვენ პირველი კომპანია ვართ, რომელიც შემოვედით და ამ კომპანიებს კონკურენცია გავუწიეთ. ხვდებიან, რომ ჩვენ თუ ეს შევძელით, სხვა კომპანიებსაც ექნებათ შესაძლებლობა, რომ მომხმარებელს შესთავზონ უკეთესი პირობები” – აღნიშნა დობორჯგინიძემ.

ამასთან, მისივე ცნობით, დღეს ბათუმში მიმავალ ავტობუსს შეფერხება შეექმნა. იმის გამო, რომ აქციის მონაწილეებმა გზა ჩაკეტეს, ავტობუსი ნახევარი საათის დაგვიანებით გავიდა. დაგვიანებით შესრულდა ზუგდიდი-თბილისის რეისიც.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ დროისთვის ”მეტრო ჯორჯიაში” 150-მდე ადამიანია დასაქმებული. ერთი წლის განმავლობაში კი კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტში 1 მლნ ლარამდე გადაიხდა.

სამარშრუტო ტაქსების მძღოლები თურქული სატრანსპორტო კომპანია ”მეტროს” საქართველოდან გასვლას მოითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით მათ ორთაჭალის ავტოსადგურზე აქცია გამართეს. როგორც ”ფორტუნას” ერთ-ერთმა მძღოლმა ბესო თაქთაქიშვილმა განუცხადა, კომპანია „მეტრო“ როგორც შიდა რეისებს, ასევე ტურისტულ მარშრუტებს ახორციელებს და სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს კლიენტებს ართმევს.

”შიდა რეისებზე შემოდის, მონოპოლიის აღება უნდა, გვართმევს ჩვენ ნაშრომ-ნაწვალევს და ჩვენ ოჯახებს ტოვებს მშიერს. თუ ასე გაგრძელდა, მე და ჩემი ძმა ქუჩაში დავრჩებით, იმიტომ რომ ბანკში მაქვს ჩადებული ბინა. ეს გამაფრთხილებელი აქციაა. თუ შესაბამის ზომებს არ მიიღებენ, მასშტაბურ აქციებს გავმართავთ და ოჯახებით გამოვალთ. მათ არაფერს დავუთმობთ. მივმართავთ ხელისუფლებასაც, გაითვალისწინოს ჩვენი ეს მდგომარეობა და მოთხოვნები” – განუცხადა ”ფორტუნას” ბესო თაქთაქიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g