LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მხოლოდ ქართულმა“ სოფო ბათილაშვილს ქართული სიმღერები შეაყვარა – მზადება სოლოკონცერტისთვის

16
sofobatilashvili-news19

„რადიო დუეტს” მომღერალი სოფო ბათილაშვილი ესტუმრა.  „რუსთავი 2″-ის მუსიკალური პროექტის “მხოლოდ ქართულის” პირველი სეზონის გამარჯვებული სოლოკონცერტისთვის ემზადება. მომღერალმა რადიოს ეთერში ახალი ალბომის და კონცერტის შესახებ ისაუბრა.

28 ივნისს 20:00 საათზე გაიმართება სპორტის სასახლეში სოფო ბათილაშვილის სოლოკონცერტი, ღონისძიებას ბრავო რეკორდსი” და რუსთავი 2″  წარმოგვიდგენს, რადიო პარტნიორი კი ამ კონცერტის არ დაიდარდოა.

სოფო როგორ ემზადები კონცერტისთვის ?

ალბომი უკვე დასრულებულია და თან მაქვს, ასევე მოვიტანე კონცერტის ბილეთები, რომელიც მინდა გაჩუქოთ. რეპეტიციები მიმდინარეობს მთელი სულით და გულით, მუშავდება სიმღერების ვერსიები, მიუხედავად იმისა რომ მოსინჯული გვაქვს ამ წლის განმავლობაში. იქნება ახალი სიმღერებიც, რომელიც არ გაჟღერებულა აქამდე, დაემატება დუეტებიც. ასევე კიდევ იქნება სხვა ბევრი სიმღერა, რომელიც ალბომში არ არის და იქვე მოხდება მათი პრემიერა. მსმენელს კონცერტის დღიდან შეეძლება ალბომის შეძენა, სპორტის სასახლის ფოიეში,  ალბომში არის სულ 9 სიმღერა.

სოფო თუ გახსოვს ბავშვობაში რომელი სიმღერა შეასრულე პირველად?

მე არ მახსოვს, თუმცა როგორც დედა ამბობს თვეების ვიყავი, როდესაც გაბმულ ბგერებს გადმოვცემდი, მასწავლიდა საბავშვო სიმღერებს.

მხოლოდ ქართულიდან გამომდინარე, შენთვის რამდენად ახლო იყო ქართული ?

ქართულთან ვიყავი ახლოს დაახლოებით 12-13 წლის ასაკში, ფოლკლორით ვიყავი ძალიან დაინტერესებული, მაინტერესებდა ინსტრუმენტები, რომლებიც ასე თუ ისე შევისწავლე. მერე გადავედი ამერიკულ და ბრიტანულ მუსიკებზე, ქართულის მოსმენა, გაგონება საერთოდ არ მინდოდა, ეს იყო გარდატეხის ასაკის პროტესტი, არ მომწონდა არცერთი ქართული სიმღერა, როდესაც მხოლოდ ქართულის ქასთინგები დაიწყო გადავწყვიტე გავსულიყავი, მიზეზი ჩემი იქ მისვლის იყო ზვიად ბოლქვაძე, მისი შეფასება ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ შემიყვარდა ქართული სიმღერები.

ალბომზე მუშაობა იყო რთული, იქედან გამომდინარე, რომ პირველად შევედი სტუდიაში ასე მასიურად, მჭირდებოდა ემოციური ბალანსი. მივხვდი, რომ ვოკალისთვის საკმაოდ კარგი პრაქტიკაა სტუდიაში სიმღერის ჩაწერა.

როგორ ემზადები კონცერტისთვის

სულ მაქვს გადატვირთული გრაფიკი, ყოველდღე რეპეტიციები მინდინარეობს .

 

სოფო ბათილაშვილი & ზვიად ბოლქვაძე – ჩემი აღარა ხარ მორჩა

 

გადაცემის ადუიოჩანაწერი

 

სოფო ბათილაშვილი. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები