ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიათა ქსელი ”დრესაპ ჯგუფი” საკუთარ მომხმარებელს სააღდგომო აქციას სთავაზობს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ფასდაკლებები დღეს დაიწყო და ის 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
”26-დან 30 აპრილამდე Levi’s-ის, Lee & Wrangler-ის, FActory-ის და ”ჯინს გალერის” მაღაზიებში ნებისმიერი მსურველი შეძლებს ისარგებლოს სააღდგომო აქციით ახალ კოლექციებზე. აქციის ფარგლებში გაზაფხული-ზაფხულის 2016 წლის კოლექციიდან ნებისმიერი ნივთის შეძენის შემთხვევაში, მეორე შენაძენზე კლიენტი მიიღებს 25%-იან ფასაკლებას, მესამე შენაძენზე კი უკვე -50%-იანი ფასდაკლება გავრცელდება”, – განაცხადეს ”დრესაპ ჯგუფში”.
მათივე ინფორმაციით, გარკვეული სახის ფასდაკლებები მაღაზიათა ქსელში წინა სეზონის კოლექციებზეც მიმდინარეობს.
ცნობისთვის, „დრესაპ ჯგუფი“ 20 წელზე მეტია, რაც ქართულ ბაზარზეა და დღეისათვის წარმოდგენილია მაღაზიებით: Jeans Gallery, Factory, Atrio, Levis, Lee & Wrangler და Mavi, ჯამში 20 ფილიალით. ამასთანავე, „დრესაპ ჯგუფი“ ბრენდების: Levis, Dockers, Lee, Wrangler, Rifle, Mavi, Vans, Falke, Burlington – ექსკლუზიური და 50-ზე მეტი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. მათ შორისაა: Bensimon, Toms, Converse, Lacoste, Softinos, Gaimo, Lloyd, Doucal’s, Fabi, AS.98, Ash, Ixos, MSGM, AGL, Moreschi, Henderson Baracco და ა.შ.