დიდ ბრიტანეთში გამოჩნდა ახალი საგზაო ნიშნები, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა. ახალი ნიშანი ეს არის წითელი ფერით შემოსაზღვრული სამკუთხედი, რომელშიც ზღარბია გამოსახული.
როგორც ტრანსპორტის მინისტრმა განაცხადა, პატარა ცხოველები გზებზე ძალიან მრავლად არიან და ძირითად შემთხვევაში საფრთხეს მოტოციკლეტისტებს უქმნიან.
ამას ადასტურებს სამწუხარო სტატისტიკაც. გასულ წელს გზებზე გამოჩენილი პატარ-პატარა ცხოველების გამო 629 ადამიანი დაშავდა, 4 დაიღუპა.
გარდა ამისა, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ზღარბების პოპულაცია ლამის 3-ჯერ გაიზარდა და 30 მილიონს გადააჭარბა. მათი გზებზე ბოდიალი კი არამხოლოდ მძღოლებს, არამედ თავად მათაც დიდ საფრთხეს უქმნის.
სწორედ ამიტომ, ინოვაციური საგზაო ნიშნები ნამდვილად დროულია. ხოლო ადგილებს კი სადაც მათ დაამონტაჟებენ, სამინისტრო აქტიურ ავტომფლობელებთან ერთად შეარჩევს.