LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Dodge მსოფლიო პრემიერისთვის გრანდიოზულად ემზადება

84
dodge-news19

კომპანია Dodge-მა გამოაქვეყნა პატარა თიზერი, რომელზეც ახალი მოდელია ასახული. რგოლში დაკონკრეტებული არ არის, თუ რომელ ავტომობილზეა საუბარი და როგორც ავტოექსპერტები ვარაუდობენ, სიახლე Charger Widebody-ის სერიული ვერსია უნდა გახდეს.

თიზერში სიახლის შესახებ არანაირი დეტალი არ ზუსტდება. სლოგანი კი „something big is coming” იმაზე მიუთითებს, რომ სიახლე „რაღაც დიდი“ იქნება. მწარმოებელმა ისიც აღნიშნა, რომ მოდელის პრეზენტაცია უახლოეს მომავალში უნდა შედგეს და შესაბამისად, მეტი ინფორმაციაც ამის შემდეგ გავრცელდება.

რაც შეეხება კონცეპ-ქარს Charger Widebody-ს, მისი პრემიერა მარტის თვეში შედგა. ავტომობილი SRT Hellcat-ის ბაზაზეა აწყობილი და ჩვეულებრივ მასლ-ქარზე ბევრად სწრაფი გამოვიდა. კლასიკურ Hellcat-ს 6,2 ლიტრის მოცულობის „რვიანი“ აქვს და მისი მაქსიმალური სიჩქარე 328 კმ/სთ-ია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g