ხვალინდელი მზის დაბნელების წინ მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას, არ ღირს ცვლილებების განხორციელება, გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და იმოქმედეთ პრაგმატულად. მიაქციეთ ყურადღება გარშემომყოფებს, რადგან მოიმატებს ჭორების, დაცინვის და ინტრიგების, მოტყუების და ძარცვის ალბათობა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინფორმაციის მისაღებად და ცოდნის გასაღრმავებლად, სარემონტო სამუშაოების დასაწყებად და საბანკო ოპერაციების განსახორციელებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად და აუქციონის მოსაწყობად. ნაკლებად წარმატებული იქნება ქორწინება და სასიყვარულო ურთიერთობის გარკვევა, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია შეაფერხებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის გამართულ მუშაობას, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით, ბოსტნეულით და უცხიმო ფრინველის ხორცით, თუმცა არ ღირს საკვებით ზედმეტად გადატვირთვა. გაუფრთხილდით დასუსტებულ ბრონქებს და ფილტვებს, მხრებს და ხელებს.
დღის ფერები და მინერალები – ნარინჯისფერი, კრემისფერი და იისფერი, ვერცხლიფერი და ოქროსფერი, ასევე ტოპაზი, აქვამარინი და იაგუნდი, ნეფრიტი და ქარვა გააძლიერებენ თქვენს შარმს და გაზრდიან წარმატების შანსებს.
სიზმრები – დღევანდელი სიზმრები შემდგომი სირთულეების მანიშნებელი იქნება.
ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღე ელით ლომს, სასწორს და მერწყულს, უსიამოვნებისთვის უნდა ემზადონ კურო, მორიელი და თევზები.