LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელიასათვის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას ორივე მხარე ასაჩივრებს

143
nikanoriikooo

ნიკა მელიასათვის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას ორივე მხარე ასაჩივრებს. პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს უკვე მიმართა , ახლა მეორე ინსტანციას 72 საათიანი ვადა აქვს იმისათვის, რომ პროცესი ჩანიშნოს.

ბრალდების მხარე ნიკა მელიასათვის აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ასაჩივრებს.

დეპუტატის უფლებადამცველი გიორგი კონდახაშვილი კი აცხადებს, რომ ნიკა მელიასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაყწვტილება გარკვეულწილად კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. შესაბამისად, დაცვის მხარე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას  მელიასთვის კონკრეტული შეზღუდვის დაწესებაზე სააპელაციოში გაასაჩირვებს.

ნიკა მელიას სასამართლომ აკრძალვები დაუწესა

რა შეზღუდვები დაუწესდა მელიას?

მათ შორის  საუბარია მელიასთვის საცხოვრებელი ადგილის, სახლის დატოვების აკრძალავაზე საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და  თანხმობის გარეშე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g