ბიონსე საზამთროს წვენების წარმოებას იწყებს, ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
სტარტაპი World Waters უკვე სამი წელია არსებობს. ნიუ-იორკში მდებარე კომპანია აწარმოებს სასმელს სპორტით დაკავებული ადამიანებისთვის.
სასმელი, სახელწოდებით WTRMLN WTR გაიყიდება ბიონსეს კონცერტებზე, მომღერალმა ტურნე 27 აპრილიდან დაიწყო. კომპანია გეგმავს, მიმდინარე წელს გაყიდვები 385%-ით გაზარდოს.
