LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ტემპერატურა მოიმატებს

148
მზიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ივლისს საქართველოს ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი შენარჩუნდება, ასევე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და ბარში +21,+26 გრადუსია მოსალოდნელი.

ხვალიდან კი საქართველოს მთლიან ტერიტორიაზე ტემპერატურა მოიმატებს და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.  დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა +27+32 გრადუსი, თბილისში კი +30 გრადუსია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში, ღამით, ქარის სიჩქარე დროგამოშვებით 17-22 მ/წმ იქნება, ხვალიდან კი 10-15 მ/წმ-ს არ გადააჭარბებს.

3 ივლისს, საქართველოში +27+32 გრადუსი ტემპერატურაა მოსალოდნელი, ხოლო 4 ივლისს შესაძლოა, დღისით დასავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი დაფიქსირდეს, აღმოსავლეთში კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g