LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი, რაც გიორგი გახარიამ უნდა გააკეთოს, ეს არის პარლამენტის შენობაზე თავდასხის დროული გამოძიება – კახა კალაძე

159
კახა კალაძე

პირველი, რაც გიორგი გახარიამ უნდა გააკეთოს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის დროული გამოძიება, თუ როგორ იყო ინიცირებულიპარლამენტის შენობაზე თავდასხმა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა 20-21 ივნისის მოვლენებს. მისი თქმით, ყველა უნდა დაისაჯოს, ვინც პარლამენტში შეჭრის პროცესში მონაწილეობდა.

„პირველი, რაც გიორგი გახარიამ უნდა გააკეთოს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის დროული გამოძიება, თუ რა ხდებოდა 20 ივნისის ღამეს, თუ როგორ იყო ინიცირებული პარლამენტის შენობაზე თავდასხმა. ეს ძალიან მძიმე იყო და ყველა უნდა დაისაჯოს, ვინც ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ ხელისუფლების გადატრიალებით და დამხობით ცვლილება. ამას ჩვენი ქვეყნისთვის ცუდის მეტი არაფერი არ მოუტანია. ასევე, დროული გამოძიება უნდა მოჰყვეს გადაცდომის იმ კონკრეტულ ფაქტებს, რასაც ადგილი ჰქონდა,“ – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g