ცნობილმა პოეტმა კოტე ყუბანეიშვილმა ფეისბუქის გვერდზე მისი რუსი მეგობრის ფოტო დადო, რომელსაც მაისურზე უხამსი, მაგრამ სასიამოვნო სიტყვები აწერია: ვოვა ყ… ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს ვინ ვოვაზეა საუბარი.
კოტე ყუბანეიშვილს ფოტოებზე მიწერილი აქვს:
ჩემი მეგობარი რუსი პოეტი ანდრეი არლოვი, არლუშა, თავის მოხატულ მაისურში. მოსკოვში გუშინ
გარდა ამისა, იქვეა ეს ორი ფოტოც (დიდი ალბათობით ესეც მოსკოვშია გადაღებული).
მაისურზე წერია:
ნახვამდის მეგობრებო,
მე წავედი საქართველოში.
საფერავი, მუკუზანი,
ოჯალეში, გურჯაანი,
ხვანჭკარა, ქინძმარაული,
ახმეტა, ნაფარეული,
თეთრა, ტვიში
წინანდალი
დაგიბრუნდებით კი?
საეჭვოა…
იური როსტი
ცნობისათვის: იური როსტი გახლავთ რუსი ჟურნალისტი, მწერალი, ფოტოხელოვანი. სწორედ მან შემოუნახა ჩვენს ისტორიას 1989 წლის 9 აპრილის ღამე.