გამოცემა Entertainment Weekly-მ გამოაქვეყნა ცნობილი ადამიანების სია, რომელთა სხეულის ნაწილებს პლასტიკური ქირურგები იდეალურად მიიჩნევენ.
საუკეთესო ცხვირები ქეით მიდლტონს და მსახიობ ჯენიფერ ლოურენსს აქვთ. თვალების ყველაზე ლამაზი ჭრილი – მეგან ფოქსს.
ყველაზე ლამაზი მკერდის მფლობელები სოფია ვერგარა და სკარლეტ იოჰანსონი არიან.
ყველაზე სასურველი ტუჩები კი ანჯელინა ჯოლისა და ჯულია რობერთსს აქვთ.
თუმცა, ქირურგების – ტერი დიუბროუსა და პოლ ნასიფის ფავორიტი კაილი ჯენერი გახდა. მასზე ორივე სპეციალისტმა ერთხმად განაცხადა, რომ კაილი ჩვენი დროის სექს-სიმბოლოა.
„კაილი – ახალი მერლინ მონროა. ის ჩვენი ინდუსტრიის მამოძრავებელია – ნებისმიერი ცვლილება გარეგნობაში მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ექცევა,“ – განმარტეს ქირურგებმა.