LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო რამდენიმე დღეში შეიკრიბება

153
IMG_2289

საინვესტიციო საბჭოს წევრები საპენსიო სააგენტოში უახლოეს მომავალში საქართველოში ჩამოვლენ და სრული შემადგენლობით შეიკრიბებიან. ამის შესახებ “ფორტუნას” საპენსიო სააგენტოში განუცხადეს. პირველ სხდომაზე ისინი საბჭოს თავმჯდომარესაც აირჩევენ.

შეგახსენებთ, ხუთკაციანი სია, რომელიც სპეციალურმა კომისიამ დააკომპლექტა ასე გამოიყურება: ტიმო ვიჰერკენტა, ოლივიე რუსო, ჟან-ფრედერიკ პოლსენი, დავით წიკლაური და მაიკლ რიდლი.

ტიმო ვიჰენკენტა ფინეთის სახელმწიფო საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და ჰელსინკის უნივერსიტეტის პროფესორია. ოლივიე რუსო საფრანგეთის ნაციონალური საპენსიო სარეზერვო ფონდის აღმასრულებელი დირექტორია. ჟან-ფრედერიკ პოლსენი 2019 წლის მაისამდე საქართველოს ეკონომიკის მინისტრის უფროსი მრჩეველი იყო, გარდა ამისა, ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეცაა. საბჭოს წევრობის ერთადერთი ქართველი კანდიდატი, დავით წიკლაური საქართველოს ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო. წარსულში ის Deutsche Bank-ში მუშაობდა. მაიკლ რიდლი 2012-15 წლებში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო ბანკის, JP Morgan-ის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა საპენსიო სქემა, რომლის მიხედვითაც დასაქმებულები ფონდში რიცხავენ შემოსავლის 2%-ს, ამას დაემატება დამსაქმებლის მიერ გადახდილი 2% და მთავრობის მიერ გადახდილი 2% დასაქმებულის მთლიანი შემოსავლის. 40 წლამდე სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა, ხოლო 40 წელს ზემოთ ნებაყოფლობითი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g