პარიზის მოდის კვირეული გუშინ „არმანის“ მოდის სახლის ჩვენებით დასრულდა. ცნობილ ადამიანებს შორის, ვინც დეფილეს ადევნებდა თვალს იყვნენ ნიკოლ კიდმანი, კიტ ურბანი, კლაუდია კარდინალე და იენ სომერჰარდერი.
ნიკოლ კიდმანი ჩვენებაზე ულამაზესი შავი კაბით მივიდა, რომელიც თეთრი ფერის პიჯაკთან ჰქონდა კომბინირებული. ოსკაროსანი მსახიობი ჩვენებას პირველი რიგებიდან ადევნებდა თვალს და საინტერესოა, რომ მას გვერდს მეუღლე, კიტ ურბანი და ეკრანული ქმარი ალექსანდ სკარსგარდი უმშვენებდნენ. სკარსგარდი ნიკოლის პარტნიორია სერიალში „დიდი პატარა ტყუილები“.