მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში, რომელიც 01:00-დან 08:00 საათამდე გაგრძელდება და ჩვეულებრივზე მეტად მოდუნდება ყურადღება, განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა არ შექმნან ტრავმებისა და ავარიების საფრთხე.
მკაცრად მიჰყევით დასახულ გეგმას და შეასრულეთ გაცემული დაპირებები, მოერიდეთ უკმეხ გამონათქვამებს, ზედმეტი პრეტენზიის გამოთქმას და აგრესიის გამოვლენას.
პოზიტიური და ნეგატიური დღეები – სასიკეთო დღეა კოსმეტიკისა და პარფიუმერიის, ტანსაცმლის, ძვირფასი ნივთების და ლატარიის შესაძენად, ახალი სამსახურის მოსაძიებლად ან მაღალი თანამდებობის მისაღებად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად. არ ღირს ნიშნობისა და ქორწინების მოწყობა, ფინანსური ხელშეკრულებების გაფორმება, საცხოვრებლის შეცვლა და სესხის აღება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური შეაფერხებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მუშაობას, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილის და უგუნებობას. დროებით ამოიღეთ კვების რაციონიდან ცომეული და ტკბილეული. სასიკეთო დღეა არომათერაპიისა და მშრალი შიმშილობისთვის, თუმცა არ ღირს გარუჯვა და მზის აბაზანის მიღება. მოერიდეთ სიმძიმის აწევას, გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და ხერხემალს.
დღის ფერები და მინერალები – ბრილიანტი, მთის ბროლი და ქარვა, სარდიონი და სერდოლიკი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მომხიბვლელობას, დაგიცავენ ნეგატიური ენერგიების გავლენისგან და გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებები ელით ვერძს, ტყუპებს და ლომს, უსიამოვნებებისთის უნდა ემზადონ კირჩხიბი, ქალწული და თხის რქა.