LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის აეროპორტთან ახალი სარკინიგზო სადგური აღარ აშენდება

662
dc6ca906fb91d69

ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი ახალი სარკინიგზო სადგური აღარ აშენდება, თუმცა იგეგმება არსებული სადგურის რეაბილიტაცია, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა. როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, ოთხმაგდება ქუთაისის აეროპორტის გამტარუნარიანობა. ახალი ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ კი ქუთაისის აეროპორტი დაახლოებით ორ მილიონ მგზავრზე იქნება გათვლილი.

„რაც შეეხება აეროპორტის რკინიგზასთან დაკავშირებას, აეროპორტიდან ორი კილომეტრის მოშორებით არსებული სარკინიგზო სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება. უახლოეს მომავალში წარვუდგენთ მთავრობას ჩვენს ხედვას. გერმანულმა კომპანია „აერჯიმ“ უკვე დაასრულა კვლევა და გვექნება სარკინიგზო კავშირი აეროპორტთან. ე.წ. შატლს დანიშნავს აეროპორტები, გზების დეპარტამენტიდან ჩვენ გვაქვს დაპირება, რომ გზას გაარემონტებს და არსებულ სარკინიგზო სადგურზე გააჩერებს ყველა მატარებელი, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობს და პირიქით“, – აღნიშნა აკაკი საღირაშვილმა.

როდის მივა ქუთაისის აეროპორტთან რკინიგზა, უკვე ცნობილია

ქუთაისის აეროპორტთან რკინიგზის მიყვანის ახალი ვადა დასახელდა

ამავე პროექტზე 2019 წლის დასაწყისში აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძეც საუბრობდა. ის ამბობდა, რომ განიხილებოდა ვარიანტი, რომლის მიხედვითაც რკინიგზას ტერმინალისგან 600 მეტრის დაშორებით უნდა გაევლო.

„როგორც უკვე ჩვენთვის ცნობილია, იმ ფორმით როგორც იყო დაანონსებული რკინიგზის მისვლა ქუთაისის აეროპორტამდე, აღარ მოხდება. დღეს გვაქვს რამდენიმე ალტერნატივა – მათ შორის ის, რომ რკინიგზამ ტერმინალისგან 600 მეტრის დაშორებით გაიაროს. ეს არის ბოლო ეტაპი, როდესაც გადაწყდება, სად გაივლის სარკინიგზო ხაზი. თუმცა, საქართველოში რკინიგზის მოძრაობის სიხშირე არ იქნება ისეთი, რომ ყველა ავიარეისთან კომფორტულად მოხდეს დაკავშირება, მაგრამ რკინიგზა აუცილებლად იქნება“, – აღნიშნავდა ჩოგოვაძემ.

შეგახსენებთ, ქუთაისის აეროპორტის მიმდებარედ სატრანპორტო კვანძის მშენებლობა, რომელიც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაანონსა, 2018 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა შემდეგ, პროექტის დასრულების ვადამ გადაიწია. თავდაპირველი გეგმა, რომელიც ცენტრალური მაგისტრალიდან ქუთაისის აეროპორტამდე სარკინიგზო ხაზის მიყვანას გულისხმობდა, მალევე შეიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g