LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„10-15 წუთით წიგნის კითხვა ძილის წინ ბაშვს სითამამეს და თავდაჯერებულობას მატებს“ – ექიმი კომაროვსკი

546
childstory

უკრაინელი პედიატრი ევგენი კომაროსვსკი ბავშვებისთვის ძილის წინ ზღაპრების კითხვის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ტექნოლოგიების განვითარებამ ისე მოიტანა, რომ მშობლები სულ უფრო იშვიათად კითხულობენ ზღაპრებს და ეს ძალიან ცუდია. ექიმი განმარტავს, რა სარგებელი მოაქვს კითხვას ძილის წინ:

„10-15 წუთით წიგნის კითხვა ძილის წინ ბავშვს სითამამესა და თავდაჯერებულობას მატებს და ვერც ერთი მულტფილმი დედის ხმას ვერ შეცვლის.“  ექიმის მტკიცებით, ძილის წინ კითხვით პატარები მორალურ მხარდაჭერას გრძნობენ და ისინი უფრო თამამები, თავდაჯერებულები და საზოგადოებისთვის გახსნილი ხდებიან. ამავე დროს სწორედ წიგნი აღვივებს ბავშვის ინტერესს ახალი გატაცებებისა და წამოწყებებისთვის. ის ფანტაზიის განვითარებასა და მეტყეველების სტიმულაციასაც უწყობს ხელს. ცნობილია, რომ ბავშვის სწორი განვითარება მისი ფანტაზიის განვითარებას ნიშნავს, წიგნი კი ამის საუკეთესი სააშუალებაა. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ სწორედ წიგნი ეხმარება პატარას ისწვალოს, როგორ გაუმკლავდეს რთულ ცხოვრებიუსელ სიტუაციებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g